ახალი ამბები
ქუთაისში თოვა 17 თებერვალს ღამით შეწყდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში თოვა მიმდინარე წლის 17 თებერვლის საღამომდე შენარჩუნდება.

"18 თებერვლის ღამით უკვე უნდა შეწყდეს ნალექი, რასაც მოყვება ყინვების გაძლიერება" - განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების განმარტებით, მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. თუმცა, 21 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია ნავარაუდები.

გარემოს ეროვნულ საგენტოში ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია -5 -7 გრადუსი ყინვა, ხოლო მთაში და მაღალმთაში -15 -20 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.

Print