ახალი ამბები
ქუთაისის ერთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
FaceBook
ქუთაისის #22-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ააიპ ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასწავლო პორცესი დიდთოვლობის გამო, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის მიზეზით შეჩერდა.

"სხვა საბავშვო ბაღში ჩვეულებრივად მიდის სასწავლო პროცესი. ფილიალები ყველანაირად არიან მომზადებული", - განმარტავენ გაერთიანებაში.

გაერთიანების ინფორმაციით, საბავშო ბაღებში რეგისტრირებული 9 786 აღსაზრდელიდან, დღეს მხოლოდ 2 300 გამოცხადდა.

ქუთაისში სულ 37 საბავშო ბაღია.

რაც შეეხება, საჯარო სკოლებს, როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე ამბობს, სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 

Print