ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2016 წლის წარმატებულ ბიზნესკომპანიებს გამოავლენს
FaceBook
ქუთაისის მერია, 2016 წლის წარმატებულ ბიზნესკომპანიებს გამოავლენს. მერიის რჩეული ორგანიზაციების გამოვლენა კონკურს "წლის ბიზნესი 2016"-ის ფარგლებში მოხდება. დაჯილდოების ნომინაციები, კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები, გამარჯვებულთა გამოვლენის პროცედურები - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს, 16 თებერვალს გამართულ, ქუთაისის მერთან არსებულ ბიზნეს საბჭოს სხდომაზე.

მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, კომპანიებისთვის "წლის ბიზნესი 2016"-ში  მონაწილოების მისაღებად, კონკურსის გამოცხადებას, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გეგმავს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კონკურსი ქალაქში რეგისტრირებულ ბიზნეს-კომპანიების მხარდაჭერას, მათ სტიმულირებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

ქუთაისის მერიამ, მათ მიერ არჩეული კომპანიები პირველად გასულ წელს გამოავლინა. მაშინ კონკურსში მონაწილეობა  ქალაქში მოქმედმა 42-მა სხვადასხვა კომპანიამ მიიღო. თუმცა, მერიის რჩეული მხოლოდ 12 კომპანია გახდა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.
Print