ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს „პატარა უფლისწული“ წაუკითხა
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ საჯარო კითხვა მოეწყო.
ღონისძიება  "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს" მიეძღვნა. მოწვეულმა სტუმარმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა "პატარა უფლისწულის" ტექსტი ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს წაუკითხა.

წიგნის კითხვა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ქუთაისში აქციის ორგანიზატორების განმარტებით, საჯაროდ კითხვის მიზანს მოზარდებში წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდა წარმოადგენს.

ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი პედაგოგი თეა ხურციძე გახლდათ.
Print