ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო გზებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
FaceBook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.


ინტენსიური თოვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1კმ-დან 106 კმ-ის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის სოფ.ორპირი-ამბროლაური მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 1კმ - 140კმ მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგული მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.








Print