ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ნინოშვილის სკვერთან კორპუსის მშენებლობის კანონიერებაზე განმარტებას აკეთებენ
FaceBook
"ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერთან მაღლივი კორპუსის მშენებლობა ყველა სამშენებლო ნორმისა და კანონის დაცვით მიმდინარეობს," - ასე ეხმაურებიან ქუთაისის მერიაში, ნინოშვილის სკვერთან დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ნინოშვილის სკვერთან, მშენებლობის ნებრთვა ქუთაისის მერიიდან 2015 წლის 18 მარტს გასცა.
"შენობა, პროექტის მიხედვით ნინოშვილის ბაღს დაცილებულია 10-11 მეტრით. მშენებლობის სანებართვო ღობე სცილდება საკადასტრო საზღვრებს ,558კვ.მ-ს. რადგან დაცული იყოს მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა. მშენებელს მიეთითა, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, დაზიანებული საზოგადოებრივი სივრცეების, ტროტუარისა და გამწვანების ნაწილი აღდგენილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში მშენებლობის დასრულებისთანავე,"- განმარტავენ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის 58ა, 350 კვ.მ. მიწის ფართობი, 2009 წლის 25 თებერვალს, მოქალაქეებმა რობერტ ზივზივაძემ და ლალი ღონღაძემ შეიძინეს.
2014 წლის 23 იანვარს მიწის მიმდებარედ დარჩენილი ნაწილი 208 კვ.მ საჯარო აუქციონის წესით შეიძინა თამაზ იჩქიტიძემ.
2014 წლის 16 აპრილს საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ თამაზ იჩქიტიძემ არის ორივე ფართობის მფლობელი და გააერთიანა მიწის ნაკვეთები სკადასტრო კოდით 03.04.23.285 და თავის მფლობელობაში დაარეგისტრირა 558 კვ.მ.
2014 წლის 30 ოქტომბერს თამაზ იჩქიტიძემ მერიაში პროექტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად შეიტანა.
მერის #726 ბრძანებისის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა იჩქიტიძემ 2015 წლის 6 იანვარს მიიღო.
საქრთველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით, სამშენებლო ნორმების მიხედვით დაცვით განაშენიანების ფართი ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეადგენს 443 კვ.მ.
ამჟამად ნინოშვილის სკვერთან მიმდინარეობს შემოღობვითი სამუშაოები.
მშენებლობის დამტკიცებული პროექტი არ ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული ხეების დაზიანებას. თუკი მშენებლობის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე მოიჭრება თუნდაც ერთი ხე, მშენებელი კანონის შესაბამისად დაისჯება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის 58ა არასოდეს არ ფიქსირდებოდა როგორც სკვერი.
"აქ სატვირთო ავტომანქანების არარეგისტრირებული სადგომი იყო. ასევე შეშის სარეალიზაციო პუნქტი, რაც საერთო ჯამში ანტისანიტარიას ქმნიდა,"- ირწმუნებიან ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
ნინოშვილის სკვერთან მაღლივი კორპპუსების მშენებლობა ადგილობრივებმა, გუშინ აქციით გააპროტესტეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მოწყობა მათ დასასვენებელ ადგილს გაანადგურებს.
ადგილობრივების თქმით, თუ მშენებლობა არ შეწყდება, 30 აპრილიდან ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
ანა ჯანაშია

Print