ახალი ამბები
საჯარო სკოლებში დიდი ხუთშაბათი წელს დასვენების დღე აღარ იქნება
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წელს, საჯარო სკოლებში დიდი ხუთშაბათი დასვენების დღე აღარ იქნება.

უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს, ხოლო შაბათ-კვირა ყველასთვის უქმი დღეებია.

"როგორც იცით, განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება, ამიტომაც  მოხდა ასე ", -  განმარტავენ პრესსამსახურში.

გასულ წლებში, საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები დიდი ხუთშაბათიდან იწყებოდა და მიცვალებულის ხსენების დღის (აღდგომის მეორე დღე) ჩათვლით გრძელდებოდა.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.
Print