ახალი ამბები
700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონზე  გასატანად მოსამზადებელი სამუშაობი ამ დრომდე მიმდინარეობს. კლუბის ადმინისტრაციაში პროცესის გაჭიანურებას  პროცედურული საკითხებით ხსნიან და აცხადებენ, რომ "ტორპედოზე" აუქციონი ერთი თვის განმავლობაში გამოცხადდება.

"უკვე შეფასებულია კლუბი 700 000 ლარად, მაგრამ პროცედურული ნაწილია დარჩენილი. შესაძლოა ერთ კვირაშიც მოესწროს. მაქსიმუმ ერთი თვე დასჭირდეს ამ ყველაფერს", - აცხადებენ კლუბის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელიც აუქციონზე არ გაიყიდება. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, "ტორპედოს" მოედანი, საღორიის ბაზა და ადმინისტრაციის შენობა კლუბის ყოფილმა მეპატრონემ კომპანია "ვისოლმა" 7 მილიონ ლარად შეაფასა. თუმცა, მისი ღირებულება დამოუკიდებელმა ექსპერტებმა თავიდან უნდა შეისწავლონ.

კლუბში ადასტურებენ, რომ "ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კვლავ არის დაინტერესებული მისი შესყიდვით.

"იგი არის ერთადერთი დაინტერესებული პირი, რომელიც ჩანს ღიად, როგორც კლუბის შესყიდვის მსურველი", –აცხადებენ კლუბის ადმინისტრაციაში.

ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" აუქციონზე გატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის დეკემბრის თვეში ზაალ ჩაჩვამ კლუბი დატოვა. 

არსებული ინფორმაციით, "ტორპედოს" ახალ ინვესტორსა და ქუთაისის მერიას შორის შეთანხმება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოხდა.

ზაზა ჩაჩავა, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტად მიმდინარე წლის 23 ივნისს დაინიშნა.

კლუბში ახალი ინვესტორის მოსავლას ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ.

"ტორპედო"  ჯერ პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, მოგვიანებით კი გუნდის კაპიტანმა და  ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბის პრეზიდენტად ამ დრომდე რჩება ზაალ ჩაჩავა, თუმცა, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  იგი კლუბის მენეჯმენტისგან აუქციონის დასრულებამდე დისტანცირებულია.
Print