ახალი ამბები
დევნილ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს სთავაზობენ
FaceBook
დევნილი აბიტურიენტები საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან. ამ ინიციატივას მათ დევნილთა სამინისტრო სთავაზობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ამისათვის დევნილთა სტატუსტის მქონე აბიტურიენტები www.nebula.ge- ზე უნდა დარეგისტრირდნენ.

როგორც დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, დევნილ აბიტურიენტებს საიტზე რეგისტრაციის გავლა 16 თებერვლიდან  შეეძლებათ.

"თუმცა, რეგისტრაციის დასრულების ვადა ამ ეტაპზე არ არის განსზღვრული. ამას უშუალოდ "ნებულა" გადაწყვეტს. ეს ალბათ აბიტურიენტთა ნაკადზე იქნება დამოკიდებული. ასევე, "ნებულა" იღებს გადაწყვეტილებას თუ როდის დაიწყება სწავლების ონლაინ კურსები. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირების შემდეგ ამ ვებგვერდის ადმინისტრაციასთან ექნებათ კონტაქტი", - განმარტავენ ქუთაისიპოტთან საუბარში დევნილთა სამინისტროში.

მათივე თქმით,  ონლაინ უფასო მოსამზადებელი კურსი არ ვრცელდება იმ აბიტურიენტებზე, რომლებსაც  სწავლის გაგრძელება  მაგისტრატურაში სურთ. 



Print