ახალი ამბები
სამტრედიის 20000–მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 16 თებერვალს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაითიშება "ენერგო პრო ჯორჯიას" # 6 ფიდერი, რის გამოც დაახლოებით 1300 აბონენტს ქალაქ სამტრედიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ენერგომომარაგების გარეშე დარჩება აღმაშენებლის, ბაუსკას, გალაქტიონის, ვაჟა-ფშაველას, კაკაბაძის, ლაღიძის, მშვიდობის, ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩები.

ასევე, მიმდინარე წლის 16 თებერვალს 14:00 დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება # 7 ფიდერის 600–მდე აბონენტს, კერძოდ, ქალაქ სამტრედიაში რესპუბლიკის, დიდგორის, თავისუფლების, კრავეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება.

Print