ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ლაშა გვენეტაძის საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საკრებულოს წევრის ლაშა გვენეტაძის საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, რომელიც გვენეტაძის ადვოკატებმა გაასაჩივრეს. ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართან ერთად, პირი მამის საფლავის შესაძლო გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათიდაკავება მოჰყვა.

საკრებულს დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ასევე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც" ხელმძღვანელობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა



"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე


აკრებულოს დეპუტატის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრეს
Print