ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი "Volkswagen"-ის ფონდთან თანამშრომლობას გეგმავს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივი სადოქტორო სივრცის შექმნას გეგმავს.

სასწავლებლის რექტორის გიორგი ღავთაძის განმარტებით, შეიქმნება მულტიდისციპლინური კოლაბორაციული სივრცე, რომელიც წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში სხვადასხვა კვლევებზე იმუშაოს.

"პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თუნდაც იმიტომ, რომ წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტს შეეძლებს ფრიბურგის უნივერისტეტში დაწეროს კვლევა, ან მიუნსტერის უნივერსიტეში ჰყავდეს სადოქტორო ხელმძვანელი", - ამბობს გიორგი ღავთაძე.
მისი თქმით, პროექტი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად, ფრიბურგის, მიუნსტერის, ოქსფორდის და სხვა უნივერსიტეტების ჩართულობასაც გულისხმობს.

სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში სადოქტორო სივრცის შექმნის გეგმა სტუდენტებსა და პედაგოგებს გააცნეს.

" მიხარია , რომ მსგავსი დაინტერესება გამოიჩინა წერეთლის უნივერსიტეტმა, ჯერ უნდა გავაკეთოთ შეთავაზებები და დრო გვაჩვენებს , რამდენად დიდი მაშტაბი იქნება." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მამუკა ბერიაშვილმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პროექტს ერთობლივი სადოქტორო სივრცის შექმნაზე მიმდინარე წლის აპრილში "Volkswagen" ფონდში წარადგენენ.





 

Print