ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშოროსო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ავიარეისი შესრულდება
FaceBook
დავით აღმაშენებლის საერთაშოროსო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი მიმდინარე წლის 18 ივნისიდან შესრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიარეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

"ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი აირბას A320 და 230-ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".

მგზავრებს ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან ავიაკომპანია ვიზეარის საიტზე www.wizzair.com შეუძლიათ.

ვიზეარი საქართველოდან 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში ახორციელებს.

Print