ახალი ამბები
ღია ნაგავსაყრელადაა ქცეული ქალაქის ცენტრი - ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო
FaceBook
ქუთაისში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს.

აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია და რიონის ნაპირები გაიწმინდება.

დასუფთავების სამუშაოებს ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები ახორციელებენ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ადგილების დაგვა-დასუფთავება მათ მოვალეობაში არ შედის, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიის გამო აქცია მოაწყვეს.

"ღია ნაგავსაყრელადაა ქცეული ქუთაისის ცენტრი, ამიტომ ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე ვასუფთავებთ. როგორც კი კარგი ამინდები იქნება, ასევე მოვიცავთ მთელი ქუთაისის ტერიტორიას, მდინარის ნაპირებს და დავალაგებთ," - აცხადებენ ააიპ"სპეციალურ სერვისების" ადმინისტრაციაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მოქალაქეებს მიმართავენ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის დაბინძურებისგან.

"იქნებ სამოქალაქო კულტურა უფრო გაიზარდოს ჩვენს ქუთაისში და შემდგომ გაუფრთხილდნენ დალაგებულ ქალაქს," - ამბობენ ააიპ "სპეციალურ სერვისებში."

ქუთაისში ცენტრალურ უბნაში ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე ანტისანიტარიული მდგომარეობაა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით წითელი ხიდის მსგავსად, დაბინძურებულია თეთრი და რუსთაველის ხიდები.




Print