ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 17 თებერვლამდე თოვლია მოსალოდნელი
FaceBook
2017 წლის 14 თებერვლის საღამოდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში თოვლჭყაპი, მთიან რაიონში კი თოვლია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლი 17 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

15 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 17 თებერვლის ჩათვლით დღისა და ღამის განმავლობაში ერთი და იგივე ტემპერატურა დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 თებერვლიდან ყინვა გაძლიერდება.
Print