ახალი ამბები
საფიჩხიის სასაფლაოზე გაკრულ მერლინ მონროს პორტრეტს ჩამოხსნიან
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე გაკრულ მერლინ მონროს პორტრეტის ჩამოხსნას აპირებენ.

მხატვარი, რომლის იდეაც იყო სასაფლაოზე მსახიობის ფოტოსურათის ნიმუშად გაკვრა, ამბობს, რომ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

"ამ ფოტოს გამო იმდენი საყვედურები მივიღე, არადა თავის დროზე ფოტოატელიაში ვითხოვე, რომ მიცვალებულის ფოტო დაებეჭდათ ნიმუშად და იმათაც მაინცდამაინც მონრო დამიბეჭდეს. სჯობდა ვინმე უცხო მიცვალებულის ფოტო დაებეჭდათ, რადგან ამხელა მსახიობი ქალის ფოტოს რომ ხედავს ხალხი, ვერ გებულობს. ამიტომ ახლა ჩამოვხსნით", - ამბობს მხატვარი ელგუჯა გაბრიაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე მერლინ მონროს პორტრეტია გაკრული.

ადგილზე მყოფების განმარტებით, რომ მსახიობის სურათი ერთგვარი ნიმუშია იმის, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.



Print