ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ 9 თებერვალს მიღებული განჩინება გასაჩივრებულია.
"განჩინება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. საქმე მიღებულია წარმოებაში. ჩვენს მიერ გასაჩივრებული საქმის დასაშვებობის საკითხი, სააპელაციო სასამართლოში, სარჩელის შეტანიდან სამ დღეში გადაწყდება. ამის შემდეგ ჩაინიშნება, სააპელაციო სასამართლოში პროცესები", - ამბობს ლაშა გვენეტაძის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართან ერთად, პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.

საკრებულს დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ასევე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც" ხელმძღვანელობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა



"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე

Print