ახალი ამბები
დამსახურებული არტისტების სტიპენდიებისთვის მერია 36 ათას ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისელ საქართველოს დამსახურებულ არტისტებს მერია სტიპენდიებს უხდის. ამისთვის  ქალაქის ბიუჯეტიდან 36 ათასი ლარია გამოყოფილი.
დამსახურებული არტისტებისთვის 360 ლარის ოდენობის თანხა ყოველთვიურად გაიცემა.

სტიპენდიას მერიიდან შვიდი არტისტი იღებს, მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ლამარა ვაშაკიძე, მარიკა სამანიშვილი, ვაჟა ოყრეშიძე, ევა ხუტუნაშვილი, გიზო ღელეყვა, ალექსანდრე კაკაურიძე. ასევე, ოპერის თეატრის მსახიობი ფოთოლა ჯორბენაძე.

Print