ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეები ამერიკაში ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას
FaceBook
ქუთაისელი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში "ინტელის" ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილებას. "ნიკო ნიკოლაძის" სახელობის სკოლა-ლიცეუმის და სკოლა "პროგრესის" მე-12 კლასის მოსწავლეები მარია ერაძე და გიორგი ფხაკაძე მიმდინარე წლის მაისში გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში - "ინტელი"- ის ოლიმპიადაზე - საკუთარ იდეებს წარმოადგენენ.

მათ "ლეონარდო და  ვინჩის" კონკურში დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი "ცოცხალი საკვების" შექმნის იდეით გაიმარჯვეს.

"ლეონადრო და ვინჩის" კონკურში მონაწილე 3 გამარჯვებული იდეის ავტორი 2016 წლის 11 ნოემბერს გამოვლინდა.
გამარჯვებული მოსწავლეები კალიფორნიაში მიმდინარე წლის 14 მაისს გაემგზავრებიან.

"ინტელის" ოლიმპიადაზე მონაწლეობის ხარჯებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.






Print