ახალი ამბები
12 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება
FaceBook
დასავლეთ საქართველოში 12 თებერვლიდან ცივ და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა - 2, - 3 გრადუსი იქნება.

ნალექის სახით კვირის დასაწყისში თოვლი, ხოლო კვირის ბოლოს - წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთის მსგავსად, ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ აღმოსავლეთ საქართველოშიც.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ცივი და ნალექიანი ამინდები საქართველოში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
Print