ახალი ამბები
სასტუმრო "ბესტ ვესტერნი - თეთრი ხიდი" ქუთაისში 15 მარტს გაიხსნება (ფოტო)
FaceBook
"ბესტ-ვესტერნი - თეთრი ხიდი", - ასე ერქმევა მსოფლიოს უდიდეს სასტუმროთა ქსელის ახალ სასტუმროსა და ახალ ნაგებობას ქუთაისში, თეთრ ხიდთან, გრიშაშვილის ქუჩის ნომერ 11-ში.

სასტუმროს მშენებლობა ჯგუფმა "სიმეტრიამ" დაასრულა და 2017 წლის 15 მარტს გაიხსნება.

ბრენდის ქუთაისში შემოყვანა საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით კომპანია "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" განახორციელა და ჯამში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

თვითონ სასტუმრო დახვეწილი, თანამედროვე დიზაინის 45 ნომრისგან შედგება (აქედან 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის) უფასო ინტერნეტითა და საუზმე-ბუფეტით.

სასტუმროში განთავსდა 3 მობილური საკონფერენციო დარბაზი, რომელთა ჯამური ტევადობა 100 კაცამდეა.

სასტუმრო თავის მთავარ, ინგლისურ ვებ-გვერდზე პირდება სტუმარს, რომ კვებითაც გამორჩეულნი იქნებიან. სტუმრებს ორი კვების ობიექტს სთავაზობენ - პირველ სართულზე კაფე, ხოლო ბოლო სართულზე განთავსებულია გრილ-რესტორანი, საიდანაც იშლება ქუთაისის ხედები.

გახსნამდე 4 კვირით ადრე, ოთახების დაჯავშნა დაიწყო უკვე სასტუმროს ვებ-გვერდმაც. ფასები 89 დოლარიდან 110 დოლარამდეა.












Print