ახალი ამბები
ქუთაისში "კინო საქართველო" მარტში გაიხსნება
FaceBook

ქუთაისში, ე.წ. "კინო საქართველო"2017 წლის მარტში გაიხსნება. ამ დროისთვის კინოთეატრის ადმინისტრაციას ვაკანსიები აქვს გამოცხადებული.

კინოთეატრში კონტროლიორის, მოლარის, ბარმენის, ტექნიკური პერსონალის და სხვა პოზოციებზე 180-მდე თანამშრომლის აყვანა იგეგმება.

"ძალიან გაგვიჭირდა თანაშრომელთა მოძიება. ნაწილი უკვე შევარჩიეთ, ნაწილს ახლაც ვეძებთ. უკვე დავიწყებთ შერჩეული კანდიდატების გადამზადებას და სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გაიხსნება კინოდარბაზები", - განმარტავენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, ფილმები ქართულ-რუსულ-ინგლისური ენებზე იქნება ნათარგმნი.

მრავალფუნქციურ შენობაში 6 დარბაზია, აქედან ორი  67-67 ადგილიანია, ორი 130-130 ადგილიანი ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო ორი VIP დარბაზი 10-15 მაყურებელზეა გათვლილი.

კინოთეატრში უფასო კინოჩვენებები გასულ წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოეწყო.

 

ამ თემაზე:

6 და 7 ოქტომბერს მაყურებლებისთვის ფილმების ჩვენება უფასოდ გაიმართება

ქუთაისში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გახსნილი კინოთეატრი ისევ გახსნის მოლოდინშია

ქუთაისში ე.წ კინოთეატრის "საქართველო" კინოდარბაზები წლის ბოლოს გაიხსნება



 

Print