ახალი ამბები
ქუთაისში გარემოვაჭრეების სანიტარული კონტროლი არ ხორციელდება
FaceBook
ქუთაისში, გარემოვაჭრებიის მიერ ანტისანიტარიულ პირობებში დაკლული ქათმების გაყიდვის ფაქტებს არავინ ამოწმებს. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში სააგენტოს კონტროლის განხორციელება არ შეუძლია.

"თუ გარევაჭრობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში თუ მსგავი ანტისანიტარიის და დარღვევის ფაქტი დაფიქსირდება ბაზარში ან სასურსათო მაღაზიაში, გავგზავნით შესაბამის ჯგუფს შემოწმებისთვის. გარემოვაჭრეებზე კონტროლი უნდა განახორციელოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ" - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ქუთაისში, გარემოვაჭრეებზე მეთვალყურეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ევალება, სადაც აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიას გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლება არ აქვს.

" ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაფრთხილოთ ისინი, დაჯარიმების და შემოწმების უფლება ჩვენ არ გვაქვს" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში, წითელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრის მიერ ანტისანიტარიულ პირობებში დაკლული ქათმების გაყიდვის ამსახველი ვიდეომასალა ქუთაისიპოსტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

Print