ახალი ამბები
ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ლია ელიავა დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე მან ლალი ქელბაქიანი ჩაანაცვლა.

ახალი რექტორის თქმით, მისი სამომავლო გეგმები სწავლის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას, სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობასა და ქუთაისის უნივერსიტეტის პრესტიჟის ზრდას უკავშირდება.

"ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორობა ჩემთვის არის დიდი პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ვაფასებ იმას, რასაც ეს უნივერსიტეტი სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის აკეთებს," - აცხადებს ლია ელიავა, რომელიც რექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა.

ლია ელიავა პროფესიით ეკონომისტია. მინიჭებული აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, გააჩნია აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.

უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას ამავე უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიური თანამდებობა ეკავა.

ქუთაისის უნივერსიტეტი (ქუ) 25 წელია ფუნქციონირებს. თავდაპირველად, ახლადდაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ხოლო შემდგომში - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახით ჩამოყალიბდა.
Print