ახალი ამბები
საკრებულოს აპარატი: გვენეტაძეს უფლებამოსილება სასამართლოდან განჩინების მიღების შემდეგ შეუჩერდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს პატიმრობაში მყოფ წევრს, სამსახურეობრივი უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერდება, რაც საკრებულოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ  9 თებერვალს მიღებულ განჩინება ჩაბარდება.  

როგორც ქუთაისის საკრებულოს აპარატში "ქუთაისიპოსტს" განუმარტავენ, რომ  ლაშა გვენეტაძისთვის  უფლებამოსილების შეჩერება "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 43-მე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად მოხდება.

"საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, ლაშა გვენეტაძის სხვა წევრით ჩანაცვლება კანონის შესაბამნისად არ მოხდება," - აცხადებენ ქუთაისის საკრებულოს აპარატში.

მათივე ინფორმაციით, გვენეტაძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მაშინ დადგება, თუ სასამართლო პატიმრობაში მყოფ დეპუტატს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.

"თუმცა ასეთ დროსაც, მისი ჩანაცვლება მაინც არ მოხდება რადგან ის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩანაცვლება ხდება მხოლოდ პროპორციული სიით არჩეული წევრების შემთხვევაში," - აცხადებენ საკრებულოს აპარატში.

რაც შეეხებას უფლებამოსილების შეჩერების ვადას, ის განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ასევე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც" ხელმძღვანელობს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, საკრებულოს წვვრს ლაშა გვენეტაძეს, მის ძმას, შოთა გვენეტაძეს და მათ მეგობარს, შიო ჯანელიძეს პატიმრობა დღეს შეეფარდა. 

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 10 წლამდე.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად შესაძლო მძარცველი  მამის საფლავის გაქურდვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა. თავად ქურდობის ფაქტზე კი დაწყებულია ძიება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

არსებული ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი მიმდინარე წლის დასაწყისში გაძარცვეს. საფლავიდან წაღებულია ბრინჯაოს ბარელიეფი.

ბრალდებულების საქმეზე წინსასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 30 მარტსაა ჩანიშნული.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 10 წლამდე.
Print