ახალი ამბები
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში 2017 წლის 20 თებერვალს დასაქმების ფორუმი გაიმართება.


ჯანდაცვის სამინისტროს და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაყიდვების 300 სპეციალისტის შერჩევა და მათი დასაქმება იგეგმება.

ფორუმში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე შეუძლია მიიღოს მონაწილება.

"სადაზღვეო კომპანიის მიერ ქუთაისში სპეციალურად შერჩეულ ადგილზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და გასაუბრება. ასევე, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია დასაქმების ვებ-გერდზე (worknet.gov.ge) და სადაზღვევო კომპანიის ელექტრონულ მისამართზე  ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it )," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული ადგილი, თუ სად გაიმართება დასაქმების ფორუმი.

ფორუმი ქუთაისის გარდა 4 ქალაქში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

 

Print