ახალი ამბები
ქუთაისში წითელ ხიდზე გზა შეაკეთეს
FaceBook

ქუთაისში,  წითელ ხიდზე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა.


სამუშაოები, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "დაგი+" მა განახორციელა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წითელი ხიდის მსგავსად ქალაქში დაზიანებული გზის ორმოული შეკეთების სამუშაოები სხვა ქუჩებზეც განორციელდება.

"წითელ ხიდზე" გზის საფარი ამ დრომდე ამორტიზებული იყო.

ხიდზე არსებული მდგომარეობა ქუთაისელების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მოსახლეობა მის დროულ რეაბილიტაციას ითხოვდა.

წითელი ხიდი 155 წლის ისტორიას ითვლის და ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.


 

Print