ახალი ამბები
შსს მინისტრის მოადგილე - 2014 წელთან შედარებით დანაშულმა 15%-ით იკლო
FaceBook
"გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს დანაშულმა 15%-ით იკლო," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიემ, არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის დეკმოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადა.
კამპანიის "უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები დაესწრნენ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გასულ წელს საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების მიერ დანაშაულებრივი ფაქტების გაშუქების 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრიდა.
მინსიტრის მოადგილე განმარტავს, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის მატება არ ფიქსირდება.
"დანაშულის მატებაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებმაც იგრძნეს, რომ მედია თავისუფალია, რომ თითოეულ ფაქტზე ჟურნალისტები აკეთებენ რეაგირებას და სამინისტრო თანამშორმლობს მედიასთან.
2014 წელს 17 000-ზე მეტი გაშუქება ჰქონდა დანაშულს. ბუნებრივია, დამიანები, რომლებმაც ეს ნახეს, ექნებათ საკუთარი სუბიექტური შეფასება და ის განწყობა, რომ დანაშაულმა იმატა. სინამდვილეში, ოფიციალურად გამოქვეყნებული დანაშაულებრივი სტატისტიკა არ არის მხოლოდ შსს მონაცმები, ესაა სრულიად საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებული, რომელიც პერიოდულად განახლებადია," - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კამპანია "უსაფრთხო ქალაქი" რეგიონებში პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობას ხელს შეუწყობს. კამპანიის ფარგლებში შეხვედრა საქართველოს 10 ქალაქში იმართება.
დეა მანაგაძე
Print