ახალი ამბები
ქუთაისში სასაფლაოების დასუფთავება მარტიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისში, სასაფლაოების დასუფთავება მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება. მათი მოწესრიგება შპს "ქართული ტრადიციები-2011"-ის საპილოტე პროექტის სახელწოდებით "სასაფლაოების დასუფთავების" ფარგლებში ხორციელდება.
შპს "ქართული ტრადიციები 2011"  ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, მსურველებმა საფლავის დასუფთავებაზე ხელშეკრულება "ქართული ტრადიციები 2011"-თან უნდა გააფორმოს. ერთწლიანი მომსახურების ღირებულება 60 ლარს შეადგენს.

"მსურველი მოდის და გვეუბნება რომ საფლავის დასუფთავების მომსახურება უნდა ერთჯერადად ან მთელი წლის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ერთჯერადად დასუფთავება 5 ლარს შეადგეს. ერთხელ და სამუდამოდ, ცივილიზებულად ეს პრობლემები ქალაქში ეტაპობრივად უნდა გადავჭრათ", – ამბობს სასაფლაოების დასუფთავების საპილოტე პროგრამის წარმომადგენელი, იოსებ კუჭავა.

სასაფლაოების დასუფთავების თაობაზე, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. როგორც შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში განმარტავენ, ამ დროისთვის საფლავების დასუფთავებისთვის 50 -მა მსურველემა მიმართა.

სასაფლაოების დასუფთავების საპილოტე პროგრამის" ფარგლებში სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე სასაფლაოების აღწერა, სექტორებად დაყოფა და ნომრების მინიჭება მოხდა. სწორედ, მესამე ეტაპს წარმოადგენს დასუფთავების მომსახურება.

შპს "ქართული ტრადიციები 2011" ქალაქში არსებული 13 სასაფლაოს მოვლა-პატრონობაზე არის პასუხსიმგებელი.

Print