ახალი ამბები
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა სოფო ბობოხიძის ფოტოგამოფენით გაიხსნება
FaceBook
8 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, საგაზაფხულო სესია სოფო ბობოხიძის ფოტოგამოფენით გაიხსნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობიხიძის ფოტოები პარლამენტის ფოიეში იქნება გამოფენილი.

ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომა 13:00 საათზე არის ჩანიშნული. მანამდე, კი 12:30 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგია დაგეგმილი.

სოფო ბობიხიძე გასული წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
Print