ახალი ამბები
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისიდან გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები უფასოდ იმუშავებს
FaceBook
8 თებერვალს, გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები უფასოდ  ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან იმოძრავებს. მიკროავტობუსები  მგზავრებს უფასოდ  10:00 საათიდან 16:00 საათამდე მოემსახურება.

დავითობასთან დაკავშირებით ქალაქში 10–მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 09:30 საათზე მისი ძეგლის პატივგებით დაიწყება.

პროგრამას, საღამოს 19:00 საათზე, ქუთაისის  ოპერისა და ბალეტის  თეატრში, ბესო კალანდაძისა და მისი მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი დაასრულებს.

ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  3000 ლარი დაიხარჯება. 


Print