ახალი ამბები
ქუთაისში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებლები ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერთან მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნინოშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მოწყობა მათ დასასვენებელ ადგილს გაანადგურებს.
"სკვერი ისედაც განადგურებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. ახლა, ამ კორპუსის აშენებით მთლად დაბნელდება ეს მოსასვენებელი ადგილი,"- ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივების საპროტესტო აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მათი თქმით, თუ მშენებლობა არ შეწყდება, 30 აპრილიდან მოსახლეობასთან ერთად მერიასთან მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
"19 მეტრიანი ბინაშენება სკვერში  ეს იქნება კატასტროფა. ის რომ, ქალაქში სკვერის ხარჯზე არ უნდა ეწყობოდეს  მაღლივი კორპუსები, ეს არის დაუწერელი კანონი და მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას ამას ყურადღება მიაქციოს,"- აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
რამდენად კანონიერად მიმდინარეობს ქუთაისში, ნინოშვილის ბაღში არსებულ სკვერთან მაღლივი კორპუსის მშენებლობა  აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ანა ჯანაშია
Print