ახალი ამბები
აკრძალვა ჟურნალისტებისთვის - ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ. როგორც მისაღებში მყოფი დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული მითითება მათ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისგან მიიღეს და მის ბრძანებას ემორჩილებიან.
როგორც დაცვის პოლიციელები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, 18 საათის შემდეგ შენობაში შესვლა მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტებს და ოპერატორებს შეუძლიათ. სამსახურის უფროსისგან შენობაში შესვლის უფლების მქონდე ჟურნალისტთა სია სწორედ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისგან მიიღეს.
"ქუთაისისპოსტი" დაწესებულ აკრძალვაზე სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას გაესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ჟურნალისტებს 18 საათის შემდეგ შენობაში შესვა აღარ შეუძლიათ.
თუ რატომ დაწესდა აკრძალვა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის, ჯავახიას პასუხი არ აქვს.
"მეჩქარება ახლა მივდივარ. ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტებს მასალების გადასაგორებლად სჭირდებათ შენობაში შესვლა და ამიტომ დავუშვით მათთვის. თქვენ 6 საათამდე შეგიძლიათ შემოხვიდეთ," - აცხადებს ჯავახია.


Print