ახალი ამბები
ქუთაისში ბაღებისა და სკვერების ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი დასრულდა
FaceBook
ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილებამ, ბაღებისა და სკვერების ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ქალაქის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღწერის მიზნით, სამუშაოები ქალაქში არსებულ  4 ბაღსა (ცენტრალური, კიკვიძის, ხარაზოვის, ნინოშვილის) და 50 სკვერში ჩაუტარდა.

ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემები ტოპოგრაფიულ რუკაზე იქნა დატანილი.

პარალეურად მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერის სტატუსის მქონე მწვანე საფარის აღწერა-ინვენტარიზაციაც.

Print