ახალი ამბები
რიკოთის გვირაბთან დამკავშირებელი 14 კილომეტრიანი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
FaceBook
რიკოთის გვირაბთან დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში 13 კომპანია მონაწილეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებულია. სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 ზოლიანი გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზა, გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და დაუკავშირდება რიკოთის გვირაბს.

ახალი გზის მშენებლობა მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და ევროპის საინვესტიცო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.



Print