ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
FaceBook

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაკავებულია ქუთაისის საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე, ძმასთან ერთად.


წინასწარი ინფორმაციით, ისინი პროკურატურამ ცემის ფაქტზე დააკავა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ და მისმა ძმამ პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს.

დაკავებულები ამდროისთვის ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ საკრებულოს წევრის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.


ქუთაისისპოსტი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ საკითხს გაარკვევენ.

ლაშა გვენატაძე, ქუთაისის  საკრებულოს  მაჟორიტარ  დეპუტატად,  2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.  ის ასევე,  საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველებსაც"  ხელმძღვანელობს.   

 

Print