ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისები დაემატება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აერპორტში სხვადასხვა მიმართულებით ფრენების დამატება იგეგმება.

როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, ავიარეისების დამატების თვალსაზრისით, სხვადახვა კომპანიებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ.

თუმცა კონკრეტულად ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულების რეისები დაემატება აეროპორტს.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ამ ეტაპზე: ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკასა და სოფიას,ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.


Print