ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობას ორი დღის მანძილზე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელმომარაგება იმერეთის მოსახლეობის ნაწილს  დღის ოთხი მანძილზე გაეთიშება. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის  მიმდინარე წლის 07-10 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ქუთაისი: მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 1" პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

08 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი ლიტოფონის წყალსაქაჩი, 1 აბონენტი.
09 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №72 - ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის და მიმდებარე ქუჩები.

რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10 თებერვალს 10:00-18:00 სთ-მდე გამოირთვება ფიდერი "კაშხალი", რის გამოც ელენერგიის მიწოდება შეეზღუდება ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში არსებულ აბონენტებს.

სამტრედია: პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურში "სამტრედია 1" გამოირთვება ფიდერები:

07 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №1, ქ. სამტრედია თამარ მეფის, რუსთაველის, სააკაძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქ.

08 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №2, ქ. სამტრედია 9 მაისის, ვეკუას, კეცხოველის, კოლხეთის, სოხუმის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქ.

10 თებერვალს 10:00-18:00 სთ. - ფიდერი №8, ქ. სამტრედია, 26 მაისის, გამსახურდიას, დადიანის (ნაწ.), ეგრისის (ნაწ.), წერეთლის ქ.

10 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №18, ქ. სამტრედია, გამსახურდიას ქ. (ნაწ.).

ტყიბული: პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში "ტყიბული-1" გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:


7 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ცენტრალური გამამდიდრებელი 1", ქ. ტყიბული კ. ლომაძის მოედანი, ნინოშვილის, თბილისის, თაყაიშვილის, ქუთაისის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩები.

8 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ცოფი 2", 1 აბონენტი ქ. ტყიბულში.

ამბროლაური: ქვესადგურ "ჭრებალოში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 თებერვალს 12:00-14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი "ჭრებალო" და ძაბვის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენეტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვანჭკარა, ბუგეული, ქვიშარი, ჭრებალო, პირველი და მეორე ტოლა და მიმდებარე სოფლები.



Print