ახალი ამბები
ბაღდათში მინერალური წყლის საწარმო შენდება
FaceBook
ბაღდათის რაიონში, კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტის "ზეკარის" ტერიტორიაზე მინერალური წყლის საწარმო გაზაფხულზე გაიხსნება.
2 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

საწარმო 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება, სადაც 25–მდე ადგილობრივი უნდა დასაქმდეს.

ამ ეტაპზე ადგილზე საწარმოსთვის საჭირო ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს.

ზეკარის მინერალური წყლის კომპანია პროდუქციას ამავე სახელწოდებით გამოუშვებს.

მისი რეალიზაცია შიდა ბაზარზე იგეგმება.

Print