ახალი ამბები
ქუთაისის მერია 15 450 ლარის გასანათებელი მოწყობილობების შეძენას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივის თვითმმართველობა, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის, გასანათებელი მოწყობილობებისა და მათი ნაწილების შეძენაზე ტენდერს  აცხადებს. ქუთაისის მერიის მიერ 31 იანვარს გამოცხადებულ  სახელმწყოფო შესყიდვის ღირებულება 15 450 ლარს შეადგეს.  

530 ცალი დღის განათების ნათურა, 800 ცალი ეკონათურა, 50 ცალი ჭაღის ნათურა, 2000 ცალი ვარვაარის ნათურა, სამი ცალი დიოდური პროჟექტორი, 2 ცალი დასამუხტი ფანარი, 55 ცალი ჭაღი, 20 ცალი კედლის ჭაღი, 100 ცალი შეკიდული კედლის ჭაღი, 30 ცალი მაგიდის ბრა, ამდენივე მაგიდის ბრის ნათურა, 300 ცალი დღის განათების ბროსელი - სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  ამ მოწყობილობების შეძენა გამარჯვებულ კომპანიას.

"მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს ქქუთაისის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი და უნდა იყოს ხარისხობრივად უნაკლო) გასანათებელი მოწყობილობებისა და მათი ნაწილების მიწოდება ეტაპობრივად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე", - ნათქვამია  სატენდერო დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადების მიღება 9 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალმდე გაგრძელდება.


Print