ახალი ამბები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
FaceBook
საავტმობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.

პროექტის ფარგლებში, გაკეთდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარი, 9 პარალელური და 5 საფეხმავლო ხიდი. ასევე, მოეწყობა 2 სატრანსპორტო კვანძი და რამდენიმე მიწისქვეშა გასასვლელი.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

Print