ახალი ამბები
ქუთაისში წყლის მიწოდება 5 თებერვლიდან აღდგება
FaceBook
ქუთაისში სასმელი წყლის მიწოდება 5 თებერვალს, დილიდან აღდგება.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტის ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე მოხდა წყლის ახალ სისტემაზე გადართვა და ქალაქის წყალმომარაგება სწორედ წყალსადენის ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო შეჩერდა.

"ვიცით რომ ზოგიერთ ქუჩაზე ტალახიანი წყალი მოდის. მოსახლეობა რომ დაცული იყოს მსგავსი შემთხვევებისგან, წუხელ 12 საათზე, ასათიანის ქუჩაზე ამოვიღეთ თუჯის მილი და ახალ სისტემაზე მოხდა მისი გადართვა", - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე.

ქუთაისში წყლის მიწოდება, 4 თებერვალს 00:00 საათიდან შეწყდა.


Print