ახალი ამბები
ერთი საათი ავტომობილის გარეშე - აქცია ხონში
FaceBook
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხონში აქცია გაიმართა სახელწოდებით - "ერთი საათი ავტომობილების გარეშე".
აქციაში  მონაწილეობას იღებდნენ ხონის სკოლის მოსწავლეები. 
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ხონში არსებულ წარმოება-დაწესებულებების და სამსახურების ხელმძღვანელებს სიმბოლური მოსაწვევები დაურიგეს სათაურით "შემოგვიერთდით!"
22 აპრილი, დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.

Print