ახალი ამბები
7 წლის გოგონას სამკურნალოდ დახმარება ესაჭიროება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 7 წლის თამუნას სამკურნალოდ ფინანსური დახმარება ესაჭირობა. გოგონას ცერემბრალური დამბლა და თავში სიმსივნე აქვს. 

მცირეწლოვნის დედის თქმით, ბავშვს სასწრაფოდ  მკურნალობა, მასაჟი და ლოგოპედი ესაჭიროება. გოგონას დედა ამბობს,  რომ თანხის უქონლობის  გამო, ბავშვს ორი თვეა მკურნალობა არ ჩატარებია.

"ექიმმა მითხრა ინტესიურად სჭირდება მკურნალობა, რომ ჯერ ერთი, მდგომარეობა არ გაუარესდეს და ასევე, მომავალში რომ შეძლოს სიარული და  საუბარი. ამის გარდა, წამლებიც უნდა, ესაჭიროება  ტომოგრაფიაც", - ამბობს დედა.

თამუნას ჯანმრთელობის პრობლემები 7 თვიდან დაეწყო. გოგონას ერთკვირიანი მკურნალობა ( მასაჟი და ლოგოპედი)  500 ლარი ჯდება.  ამის გარდა,  მას მედიკამენტებიც ესჭიროება. 

მცირეწლოვნის დედა მარტოხელაა. მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება  (156 ლარი) და ბავშვის პენსიაა (180 ლარი).

თამუნას დასახმარებლად  გახსნილია ანგარიში  საქართველოს ბანკში (ანგარიშის # GE05BG0000000746245000), ასევე ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ  საქველმოქმედო ნომერზე - 0901701183;

გოგონასა და მისი ოჯახის დასახმარებლად 5 თებერვალს, ორგანიზაცია "სიკეთე" გამართავს საქველმოქმედო საღამოს, კარაოკე კლუბ "Kamerton"-ში (მის: თბილისი, ბელიაშვილის #95).

დასაწყისი 19 საათზე.

Print