ახალი ამბები
4 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში დათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში დათბება.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა +5 +8 გრადუსი იქნება.

"დასავლეთ საქართველოში ველოდებით ტემპერატურის მატებას. 7 და 8 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცემა" - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორაციით, მიმდინარე წლის 7 და 8 თებერვალს ქუთაისში +10 +13 გრადუსამდე დათბება.



Print