ახალი ამბები
ჭიათურაში დიდთოვლობის გამო ქალმა სახლში იმშობიარა
FaceBook
დიდთოვლობის გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის მკვიდრმა მარინა დიასამიძე-ციცხვიძემ საკუთარ სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიარა.

სასწრაფო სამედიცინო დამხარების ავტომანქანა მშობიარის ოჯახამდე ტრაქტორის დახმარებით მიიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ ჭიათურისა და საჩხერის სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დედა და ახალშობილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, სასწრაფოავტომობილით ჭიათურის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
Print