ახალი ამბები
მოქანდაკე გოგილო ნიკოლაძის სახლზე მემორიალურ დაფას განათავსებენ
FaceBook
ქუთაისში, თბილისის ქუჩა N79-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ფასადზე ცნობილი ქართველი მოქანდაკე გიორგი (გოგილო) ნიკოლაძის მემორიალური დაფა მოეწყობა.

2 659 ლარის ღირებულების სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

განცხდებების მიღება მიმდინარე წლის 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა პირმა ან ორგანიზაციამ მოქანდაკის საცხოვრებელ სახლზე უნდა განათავსოს გიორგი ნიკოლაძის მემორიალური დაფა, ბარელიეფით და წარწერით - "ამ სახლში 1930-2011 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე გიორგი (გოგილო) ევსევის ძე ნიკოლაძე".

ტენდერში გამარჯვებულმა აღნიშნული სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელოდეს.

Print