ახალი ამბები
უამინდობის გამო რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე.
გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.

სავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 37 კილომეტრიან (კმ35-კმ72) მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.


Print