ახალი ამბები
ქუთაისში ღამით –5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 2 თებერვალს ღამით თოვლი შეწყდება, თუმცა ყინვა გაძლიერდება.
სინოპტიკოსები 2 თებერვლის ღამით ქუთაისში – 4 – 5 გრადუს ყინვას პროგნოზირებენ,  ხოლო მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და +4 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი.

"დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ღამით ისევ ყინვები შენარჩუნდება. 4 თებერვალს დღის ტემპერატურა იქნება +3 +5 გრადუსი სითბო,  ხოლო 7 თებერვლისთვის +10 გრადუს სითბოს ვვარაუდობთ" – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 და 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმა არის მოსალოდნელი.



Print