ახალი ამბები
ქუთაისის ერთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია
FaceBook
დიდთოვლობის გამო, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის მიზეზით, ქუთაისის #32 ბაგა–ბაღში სწავლის პროცესი კვლავ შეჩერებულია.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს ქუთაისის საბავშვო ბაღებში, რეგისტრირებული 9 786 აღსაზრდელიდან, მხოლოდ 3 526 ბავშვი გამოცხადდა.

ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, გორაზე არსებულ #32 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესის შეჩერება მხოლოდ მოსწავლეთა გამოუცხადებლობითაა გამოწვეული. მათი განმარტებით, ქალაქის საბავშო ბაღების სხვა ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ქუთაისში 29 იანვრიდან თოვს. უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი 30 და 31 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღების სხვადასხვა ფილიალში იყო შეწყვეტილი. 

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.
Print